ვინ იცის?... იქნებ ახლოა გზის დასასრული... ვინ იცის?... იქნებ ეს გზა არ სრულდება... ისევ ჩემს გზაზე მხვდება უფსკრული, და ეს გზა მყისვე უკან ბრუნდება. ვინ იცის?... იქნებ ახლოა დღის აღსასრული... ვინ იცის?... იქნებ ეს დღე არ ღამდება... ისევ გამათბობს მზე გაბადრული, და ეს მზეც მალე გზას დაადნება... ვინ იცი?... იქნებ ახლოა ჟამი ნატრული... ვინ იცის?... იქნებ ეს ჟამი არც დგება... ისევ ჩემს ცაზე ჩნდება უფსკრული, სადაც მზე და გზა ერთად ვარდება...