ოთხშაბათი, 23.07.2025, 10:59
მოგესალმები სტუმარი | RSS

love story

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 27 » სიყვარულო ძალსა შენსა... ნაწილი 4-5
21:00
სიყვარულო ძალსა შენსა... ნაწილი 4-5

გარეთ გავიდნენ. დეამ ლუკას სთხოვა სახლში წაეყვანა. კაცმა გოგონა მანქანაში ჩასვა, მაგრამ სულ სხვა მიმართულებით, სათიბისაკენ აიღო გეზი..

მოცელილი ბალახი გამხმარიყო. ლუკა სალონიდან გადავიდა, მანქანას უკნიდან მოუარა, კარები გააღო და დეას გადმოსვლისას ხელი შეაშველა.

უკანა სავარძლიდან თეთრი, ნახევრად მშრალი, შუშხუნა ღვინო გადმოიტანა, მაგრად შეანჯღრია და გახსნა. ქაფი დეას შეესხა, გოგონას შეეშინდა და შეჰკივლა, მერე კი გულიანად გადაიკისკისა. ლუკამ სითხე ფუჟერებში ჩამოასხა, ერთი დეას გაუწოდა.

-ამ ჭიქით, იმ ადამიანს გაუმარჯოს,-დაიწყო მან-რომელიც უფსკრულის პირას დგას და საყვარელი ადამიანის ხელის შეშველებას ელოდება, რათა არ გადაიჩეხოს.-ჭიქები ერთმანეთს მიუჭახუნეს, ცოტა მოსვეს, ისე, რომ ერთმანეთისათვის თვალები არ მოუშორებიათ.

-იცი, ამ ჭიქას ვარსკვლავებთან ყოფნა სურს!-თქვა დეამ კისკისით და ჭიქა ზურგს უკან მოისროლა. ჭიქა ქვაზე დაეცა და დაიმსხვრა.

-ამას კი მთვარეზე.-არ ჩამორჩა ლუკა გოგონას დაჭიქა მანაც ზურგს უკან ისროლა. ისიც ქვაზე დაიმსხვრა.

კაცმა ბოთლს ხელი დააფარა, შეანჯღრია და შიგ დარჩენილი ღვინო დეას გადაასხა. ორივემ გულიანად იცინეს.

ბიჭმა გოგონას გახედა, ნელი ნაბიჯებით მისკენ დაიძრა, ველურივით ეცა და გაშმაგებით დაუწყო კოცნა. დეას თავბრუ დაეხვა, ლიკამ იგრძნო ეს და ხელი ფრთხილად ჰკრა, გოგონა თივაზე მსუბუქად დაეცა. ლუკამ მის წინ დაიჩოქა, ცოტა ხანს უყურა და მერე კი...

დეას ლუკას შიშველ მკერდზე თავი დაედო და მშვიდად ეძინა. კაცი მის გაშლილ თმებს ნაზად ეფერებოდა, თან ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას გაჰყურებდა.

უცებ, აცივდა, დეას გაეღვიძა. ლუკამ მას გაუღიმა, თვალებში ჩახედა და მგზნებარედ აკოცა. დეამაც გაუღიმა, თავი ისევ მის მკერდზე დადო და წელზე მაგრად მოხვია ხელები.


.........................................


6 კვირის შემდეგ დეამ შეიტყო, რომ ლუკასაგან ბავშვს ელოდება.

-მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრა,-უთხრა მან ლუკას, როდესაც ბიჭმა დაურეკა.

-როგორი აღელვებული ხმა გაქვს, სად ხარ?

-უნივერსიტეტში.

-კარგი, ნახევარ საათში იმ კაფეში იმ კაფეში შევხვდეთ, სადაც ერთმანეთი გავიცანით.

-არა, კაფეში არა, იქ ხალხია, სჯობს, მარტონი ვიყოთ, მხოლოდ მე და შენ!

-კარგი, მანდ გამოგივლი, მერე სადმე წავიდეთ!

-გელოდები!


..........................................


ლუკამ ხუთსართულიანი შენობის მესამე სართულზე ერთ-ერთი ბინის კარი შეაღო და გოგონაც შეიპატიჟა.

-ეს მამიდაჩემის ბინაა, არავინ შეგვაწუხებს, თვითონ სამსახურშია. აბა, მითხარი, რა მოხდა?!

დეა ფანჯარასთან მივიდა და ეზოში ჩაიხედა, სადაც 4-5 წლის ბავშვები თამაშობდნენ. კაცი მიუახლოვდა და თმაზე აკოცა.

-ნახე, რა საყვარლები არიან!-უთხრა დეამ.

-ვიზე მეუბნები?

-ბავშვებზე.

-ჰო, -მიუგო ლუკამ უგულოდ და სავარძელში ჩაჯდა, საფერფლე წინ დაიდგა და სიგარეთტს მოუკიდა. გოგონა ნელა მიუახლოვდა, სიგერეტი პირიდან გამოაცალა და საფერფლეში ჩაჭყლიტა. კაცმა მას ჩუმად უყურა, მერე წამოდგა, დეას თმებში ხელი შეუცურა, კოცნა დაუპირა. მან თავი გვერდზე გადაწია, ლუკა მოიშორა და ხელში დივანზე დადებული ბალიში აიღო.

-ლუკა, მისმინე!

კაცი გაღიზიანებული ჩანდა.

-რა იყო, ჩემი შეხება აღარ გსიამოვნებს? დაგავიწყდა ის ღამე, სათიბში?..

-არა, არ დამვიწყებია.-არ დაამთავრებინა სიტყვა დეამ- მაინტერესებდა შენც თუ გახსოვდა...

-მახსოვს და არც არასოდეს დამავიწყდება. მინდა, რომ კვლავ განმეორდეს, ისევ და ისევ... შენი ფერებით არსოდეს დავიღლები.

ორი ნაბიჯი გადადგა დეასაკენ, ისევ კოცნა დაუპირა. დეამ მის ტუჩებს ბალიში დაუხვედრა, რომელიც კაცმა ხელიდან გამოგლიჯა და მოისროლა. გოგონას სახე და ყელი დაუკოცნა, მან კი ისევ მოიშორა. ზურგშექცევით დადგა და უთხრა:

-ლუკა, მე ბავშვს ველოდები...


გაგრძელება იქნება...


კატეგორია: სიყვარულის ისტორიები | ნანახია: 1194 | დაამატა: ana21 | რეიტინგი: 3.2/5
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ ჩემი საიტი
სულ პასუხი: 71
მინი-ჩეთი
200
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0