სამშაბათი, 29.07.2025, 22:58
მოგესალმები სტუმარი | RSS

love story

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 27 » სიყვარულო ძალსა შენსა... ნაწილი 3
20:58
სიყვარულო ძალსა შენსა... ნაწილი 3

დინარის ნაპირი ლოდებიანად მოლით არის მოფენილი, წინ ჩანჩქერი მოჩქეფს, ჩანჩქერის ირგვლივ ტირიფის ხეებია დარგული, რომლის ტოტებიც წყლის ზედაპირს ნაზად ელამუნება. ერთ გვერდზე კლდეა შეღრმავებული. სწორედ ამ შეღრმავებულ ადგილზეა აშენებული პატარა კაფე.

ლუკამ მანქანა ფრთხილად შეასრიალა ხეებს შორის და კლდესთან გააჩერა. ქვაში ნაკვეთი კიბით მაღლა ავიდნენ.

-მოგწონს აქაურობა?-ჰკითხა კაცმა გოგონას, როდესაც მაგიდას მიუსხდნენ.

-ფანტასტიკური ადგილია.

-მხოლოდ ანგელოზი აკლდა, აი, ახლა კი ნამდვილი სამოთხეა...-გაიღიმა ლუკამ.


.............................


შავი JAGUAR-ი ქალაქგარეთ მიჰქროდა, გზატკეცილის ორივე მხარეს ტირიფის ხეები იყო დარგული, რომელთა ტოტებს სიო ნაზად არხევდა.

ავტომობილი ტყეს მიუახლოვდა, სადღაც ღრმად სესვლისას სიჩქარეს უკლო და XVI საუკუნეში აშენებულ საყდართან გაჩერდა.

უკვე კარგად შებინდებულიყო, ტყეში კი უფრო ბნელოდა.

ლუკამ დეას სთხოვა:

-თვალები დახუჭე!-დეამ თხოვნა შეუსრულა.

კაცმა ხელი მოჰკიდა და შიგნით შეიყვანა.

-თვალები გაახილე!-უთხრა ცოტა ხნის შემდეგ.

საყდარში უამრავი სანთელი ლიცლიცებდა და საკმევლის თავბრუდამხვევი სურნელი ტრიალებდა.

დეას თვალები გაუბრწყინდა, თან უნებურად მოსწყდა ცრემლი წამწამებიდან. ლუკა მის წინ დადგა, ცრემლები კოცნით ამოუშრო, მერე რაღაც გძნობამ დეასკენ მიიზიდა, მათი ბაგეები ფრთხილად, ნაზად შეეხნენ ერთმანეთს.


გაგრძელება იქნება...

კატეგორია: სიყვარულის ისტორიები | ნანახია: 1075 | დაამატა: ana21 | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ ჩემი საიტი
სულ პასუხი: 71
მინი-ჩეთი
200
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0