პარასკები, 25.07.2025, 19:27
მოგესალმები სტუმარი | RSS

love story

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 2 » სიყვარულის უნდა გჯეროდეს... ნაწილი 1
12:41
სიყვარულის უნდა გჯეროდეს... ნაწილი 1

კაფე "ოაზისში" შავებში ჩაცმული ორი მამაკაცი ?(ლუკა და ლაშა) ზის, რომლებიც ლუდს სვამენ და სიგარეტს ეწევიან. ამავე კაფეში ორი გოგონა (დეა და ნია) შევიდა, რომლებიც კაცების მაგიდის წინ მდებარე მაგიდას მიუსხდნენ. ლუკას დეა მოეწონა და მისი გაცნობა გადაწყვიტა.

ბიჭები წამოდგნენ და გოგონების მაგიდისაკენ გაემართნენ.

-მე ლუკა მქვია, ეს კი ჩემი მეგობარია-ლაშა,-გაეცნო იგი გოგონებს, როცა მათ მაგიდას მიუახლოვდა.

-სასიამოვნოა, დეა,-გოგონა ხელს ჩამოართმევს ორივე მათგანს-ეს კი ნიაა, განუყრელი მეგობრები ვართ.

-ოჰო, სამყაროს უმშვენიერესი გოგონებისათვის ალამაზესი სახელები დაურქმევიათ.-აღნიშნა ლაშამ.

დეამ გაიღიმა და თავი დახარა, ნიამ კი ირიბად გახედა დაუპატიჟებელ სტუმრებს. არ ესიამოვნა ეს ორი უცნობი ასე უცერემონიოდ რომ გადმობარგდა მათ მაგიდასთან.

-მე და ლაშა თანამშრომლები ვართ,-"სხვათაშორის თქვა ლუკამ და NOKIA-ს ფირმის უახლესი მოდელის მობილური ტელეფონი და ახლადშეძენილი JAGUAR-ის გასაღები მაგიდაზე დადო.-თქვენ რას საქნიანობთ?

-სტუდენტები ვართ.-მკვახედ მიახალა ნიამ და ფორთოხლის წვენი მოსვა.

-ჟურნალისტიკაზე ვსწავლობთ, მეორე კურსზე,-გააგრძელა დეამ, თან ლუკას ღიმილით გახედა, რომელმაც გოგონას ხელს ხელი ვითომ შემთხვევით შეახო.

ნია ადგა, ჩანთას ხელი წაავლო და დეას მკლავზე მოქაჩა:

-წავედით!

-რატომ ჩქარობთ?-იკითხა ლაშამ.

-მგონი შენს დაქალს არ მოვეწონით,-უთხრა ლუკამ დეას-იქნებ ტელეფონის ნომერი მომცე?-მის თვალებში ვნებიანი ღიმილი თამაშობდა.

დეამ სასწრაფოდ ამოაძვრინა ჩანთიდან პატარა ბლოკნოტი და კალამი. ჩანთა ისევ სკამის საზურგეზე დაკიდა, კალამს თავი კბილებით მაძრო, რაღაც დაწერა და ქაღალდი ლუკას გაუწოდა.

-დანახარჯს ჩვენ გადავიხდით,-თქვა სკამის საზურგეზე უდარდელად გადაწოლილმა ლაშამ.

-არ შეწუხდეთ, უკვე გადავიხადეთ.-მიახალა ნიამ და დეა გასასვლელისკენ გააქანა, რომელმაც ჩანთის აღება ძლივს მოასწრო, სამაგიეროდ, ვერც კი შეამჩნია, რომ თეთრი ყელსახვევი კისრიდან ჩამოუსრიალდა და იატაკზე ნაზად დაეფინა.


კატეგორია: სიყვარულის ისტორიები | ნანახია: 1071 | დაამატა: ana21 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ ჩემი საიტი
სულ პასუხი: 71
მინი-ჩეთი
200
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0