ხუთშაბათი, 16.05.2024, 15:29
მოგესალმები სტუმარი | RSS

love story

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » უცხოელი პოეტები

პეტრე ჩაიკოვსკი


პეტრე ილიას ძე ჩაიკოვსკი (რუს.: Пётр Ильич Чайкoвский; 7 მაისი, 1840 - 6 ნოემბერი, 1893) — რუსი კომპოზიტორი. მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს რუს კომპოზიტორთა "ხუთეულის" წევრი არ იყო, მისი მუსიკა საყოველთაოდ ცნობილი და მიღებული გახდა მისი გამორჩეულად რუსული ხასიათის, მდიდარის ჰარმონიებისა და მელოდიურობის გამო. თუმცა ამასთან მისი ნამუშევრები გაცილებით დასავლური იყო ვინემ მისი სხვა რუსი თანამემამულეებისა, ვინაიდან ის ეფექტურად იყენებდა საერთაშორისო ელემენტებს ეროვნულ სახალხო მელოდიებთან შერწყმით.
     პეტრე ჩაიკოვსკი დაიბადა ვოტკინსკში. (ახლანდელი უდმურტია) მამამისი - ილია პეტრეს ძე ჩაიკოვსკი იყო ინჟინერი. ჰყავდა 3 ცოლი, რომლიდანაც მეორე - ალექსანდრა ანდრეის ასული ასიერი პეტრეს დედა იყო. პეტრე იზრდებოდა მრავალშვილიან ოჯახში. მასთან ერთად იზრდებოდა მისი ნახევარდა ზინადა, უფროსი ძმა ნიკოლოზი და უმცროსი ალექსანდრა, იპოლიტი და ტყუპები: მოდესტი და ანატოლი. პეტრეს მშობლებს უყვარდათ მუსიკა. დედამისი უკრავდა ფორტეპიანოზე და მღეროდა. სახლში ედგათ მექანიკური ორგანი, რომლის მეშვეობით პატარა პეტრემ პირველად მოისმინა მოცარტის ოპერა "დონ ჟუანი". იმ დროს, როდესაც ოჯახი ვოტკინსკში ცხოვრობდა მათ საღამოობით ხშირად უწევდათ მოესმინათ რუსული ხალხური სიმღერები, ნამღერი ქარხნის მუშებისა და გლეხების მიერ.
სიკვდილი
ჩაიკოვსკი გარდაიცვალა სანქტ-პეტერბურგში 1893 წლის 6 ნოემბერს, თავისი მეექვსე, ”პათეტიკური” სიმფონიის პრემიერიდან მეცხრე დღეს. თავისი ინოვაციურობის და უზარმაზარი ემოციურობის გამო იგი პუბლიკამ ჩუმი გაუგებრობით მიიღო.სიმფონია მეორედ დაუკრეს მისი გარდაცვალებიდან ოც დღეში და აუდიტორიამ იგი უფრო კეთილად მიიღო. დღეისათვის ”პათეტიკური” ითვლება ჩაიკოვსკის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრად.

ტრადიციულად ჩაიკოვსკის სიკვდილს მიაწერენ ქოლერის ეპიდემიას, რომელიც მაშინ ქალაქში მძვინვარებდა. თუმცა ალტერნატიული ვერსიით ითვლება რომ თავი მოიკლა.
ჩაიკოვსკი ბორჯომში
ჩაიკოვსკი იმყოფებოდა ბორჯომში 13/25 ივნისიდან 6/18 ივლისამდე, 1887 წელს, ძმა ანატოლისთან ერთად. ექიმის რჩევით ის დარჩა ბორჯომში ჯანმრთელობის გამოკეთებისთვის. ის წარმატებულად მუშაობდა მე-4 სუიტა "მოცარტიანა"ს გაორკესტრებაზე. და დაასრულა ბოლო ორი ნაწარმოების ოთხი ნაწილიდან. მან ასევე დაწერა საგუნდო ნაწარმოები "Бпажен, кто улыбается" და გააკეთა სექსტეტიSouvenir de Florence-ს ჩანაწერები.

ბორჯომიდან წამოსვლის შემდეგ წერა: "ჩემი აზით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი მსოფლიოში"

კატეგორია: უცხოელი პოეტები | დაამატა: keke (18.04.2011)
ნანახია: 1030 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ ჩემი საიტი
სულ პასუხი: 71
მინი-ჩეთი
200
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0