ოთხშაბათი, 15.05.2024, 09:46
მოგესალმები სტუმარი | RSS

love story

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 9 » შოთა ნიშნიანიძის ლექსი
22:01
შოთა ნიშნიანიძის ლექსი

   ****
ორშაბათს გოგონა გავიცანი,

 გოგონა ნახატი ყალმისანი,

მისი ღიმილი და დალალები

სამშაბათს გამიხდა საფიცარი.

ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე

და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი,

ჩემი გასაჭირი ავუხსენი,

ჩემი ეჭვები და იმედები.

პარასკევს პასუხი მომივიდა,

ვაიმე, ბედო უკეთურო!

დაბერებულხარო გნოლივითა,

ცოლ-შვილს მიხედეო, უბედურო.

თეთრად გავათენე პარასკევი,

ფიქრში გავატარე შაბათ-კვირე,

თავმოჭრილი ვარ-თქოდავასკვენი,

ჰოდა, თავისმოკვლაც დავაპირე.

მოვიდა მეორე ორშაბათი,

ისევ შემეფეთა ის უღმერთო,

ელვამ დამიარა კოჭებამდი,

დილამშვიდობისას გისურვებთო.

მე ახლა თავის მომკვლელი ვარ?

უნდა სხვანაირად ვძლიო სვე-ბედს,

მე ვიცი, რაცხა ოხერი ვარ,

ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ.

ღმერთია ჩემი მწყალობელი,

მე კი-იმ უღმერთოს მგალობელი.


შოთა ნიშნიანიძე



კატეგორია: ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1595 | დაამატა: ana21 | ტეგები: http://www.dailymotion.com/video/xb | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
1 sakura-haruno  
0
cool

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორშსამშოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ ჩემი საიტი
სულ პასუხი: 71
მინი-ჩეთი
200
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0