ოთხშაბათი, 15.05.2024, 07:45
მოგესალმები სტუმარი | RSS

love story

ფაილების კატალოგი

მთავარი » ფაილები » სტადიონები ( ავტორი LOVE)

ოლდტრაფორდი
03.05.2011, 22:15
ოლდ ტრაფორდი - (ინგლ. Old Trafford), ასევე ცნობილია როგორც „ოცნებების თეატრი“ (ინგლ. Theatre of Dreams) - საფეხბურთო სტადიონი, რომელიც მდებარეობს ტრაფორდში, (დიდი მანჩესტერი, ინგლისი). სტადიონი იტევს 76.212 მაყურებელს და უემბლის შემდეგ მეორე უდიდესი საფეხბურთო არენაა ინგლისში. მიღებული აქვს უეფას 5 ვარსკვლავიანი, ელიტური ნიშანი. სტადიონიდან დაახლოებით 800 მეტრში მდებარეობს ამავე დასახელების კრიკეტის სტადიონი და იქვეა სადგური მანჩესტერი.

ოლდ ტრაფორდი საფეხბურთო კლუბ მანჩესტერ იუნაიტედის საშინაო სტადიონია 1910 წლიდან რადგან (გარდა 1941 – 1949 წლების პერიოდისა, როცა სტადიონი დანგრეული იყო მეორე მსოფლიო ომის დაბომბვების შედეგად - ამ პერიოდში კლუბი მანჩესტერ სიტის სტადიონ მეინ როუდზე თამაშობდა. სტადიონი გაფართოვდა 1990–იან - 2000–იან წლებში: მომავალში იგეგმება სტადიონის ტევადობის 90 ათასიამდე გაზრდა. რეკორდული დასწრება სტადიონზე დაფიქსირებულია 1939 წელს, როდესაც 76.962 მაყურებელმა უყურა ინგლისის თასის ნახევარფინალს ვულვერჰემპტონსა და გრიმსბი თაუნს შორის.

ოლდ ტრაფორდი ხშირად გამოიყენებოდა როგორც ნეიტრალური მოედანი ინგლისის თასის ნახევარფინალებისთვის, ასევე მასპინძლობდა ინგლისის ნაკრების თამაშებს უემბის ახალი სტადიონის მშენებლობის დროს. სტადიონზე ჩატარდა 1966 წლის მსოფლიო თასის და ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის მატჩების ნაწილი, ასევე ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2003 წელს.

კატეგორია: სტადიონები ( ავტორი LOVE) | დაამატა: LOVE
ნანახია: 1050 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 ana21  
0
magaria ra biggrin

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ ჩემი საიტი
სულ პასუხი: 71
მინი-ჩეთი
200
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0