პარასკები, 29.03.2024, 12:27
მოგესალმები სტუმარი | RSS

love story

ფაილების კატალოგი

მთავარი » ფაილები » დროშები ( ავტორი ana21 )

saqartvelos drosha
03.05.2011, 22:44


საქართველოს სახელმწიფო დროშა - საქართველოს ეროვნული სიმბოლო გერბთან და ჰიმნთან ერთად, შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 14 იანვრიდან.

ამ კანონით დადგენილი საქართველოს სახელმწიფო დროშა არის საქართველოს სახელმწიფო დროშის ერთადერთი ვარიანტი. აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო დროშად სხვა დროშის გამოყენება. იგი ადგენს საქართველოს სახელმწიფო დროშის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოს, აღწერილობას, მისი გამოყენებისა და დაცვის წესს.

საქართველოს სახელმწიფო დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის, ბოლნურ-კაცხური ჯვარი. საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომები და ზუსტი გამოსახულება დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. დროშის მიმდინარე ვერსია დადგენილია პრეზიდენტის 25 იანვრის №31 ბრძანებულებით.

 საქართველოს სახელმწიფო დროშა მუდმივად აღიმართება: საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს და სხვა ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოების ადმინისტრაციულ შენობებზე, აგრეთვე საზღვარგარეთ არსებული საქართველოს საელჩოებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე, საზღვაო გემებსა და საზღვაო მიმოსვლის სხვა საშუალებებზე, რომელთა მიწერის ადგილი საქართველოს ტერიტორიაა.


დროშის შესახებ

საქართველოს დროშაზე მოცემული გამოსახულება - ვერცხლის (თეთრ) ფონზე ერთი სწორკუთხა ჯვარი, კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით - ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ ევანგელისტს განასახიერებს. ეს ზოგადქრისტიანული სიმბოლო, როგორც ჰერალდიკური ნიშანი, პირველად 1099 წელს ჯვაროსან ჟოფრუა დე ბუილონის გერბზე დაფიქსირდა, ვინაიდან ამ პიროვნებამ მაცხოვრის საფლავის მცველის ტიტული მიიღო. ამ პერიოდიდან ეს ჰერალდიკური ნიშანი მაცხოვრის საფლავს და ამავე დროს ქრისტიანობის ცენტრს, იერუსალიმს განასახიერებს. იგი სამი სახელწოდებით არის ცნობილი: ჟოფრუა დე ბუილონის გერბი, იერუსალიმის გერბი და წმინდა ნიშანი. ვერცხლი (თეთრი) ჰერალდიკურად უმანკოებას, უბიწობას, სიწმინდეს, სიბრძნეს აღნიშნავს, ხოლო წითელი- სიმამაცეს, ვაჟკაცობას, სამართლიანობას და სიყვარულს. ეს დროშა საქართველოს ტერიტორიის აღმნიშვნელად დაფქსირდა ანჯელინო დულჩერის საზრვაო რუკაზე (1339წ.), ფრანჩესკო და დომენიკო პიციგანების საზღვაო რუკაზე (1367წ) და სიდერის საზღვაო რუკაზე (1565წ.)


რეზიუმე 

აღწერა
Cymraeg: Baner Georgia
Nederlands: Vlag van Georgië
Русский: Флаг Грузии
Українська: Прапор Грузії
თარიღი
წყარო

პირადი ნამუშევარი based on File:Brdzanebuleba 31.pdf

ავტორი

User:SKopp

უფლება
(ფაილის მეორეული გამოყენება)
იხ. ქვემოთ
სხვა ვერსიები

Derivative works of this file:





ადრეული საქართველოს დროშები

ადრეული საქართველოს დროშები სხვადასხვაგვარი იყო. ცალ-ცალკე არსებობდა სახელმწიფო დროშა, საეკლესიო, ლაშქრის. სახელმწიფო დროშას სამეფო დროშა ეწოდებოდა (სხვაგვარად სეფე-დროშა). XI-XVI საუკუნეების ქართული საისტორიო წყაროები ქართულ სახელმწიფო დროშას იხსენიებენ, როგორც „გორგასლიან და დავითიანს". იგი იყო ერთიანი საქართველოს სიმბოლო. ეს დროშა ვახტანგ გორგასლის დროიდან უნდა მოდიოდეს და თეთრი ფერისა უნდა ყოფილიყო, მიმაგრებული წითელ ჯვრიან ბუნზე. სომეხ ისტორიკოსთა ცნობით თეთრ დროშაზე რაღაც ნიშანი იყო დატანილი, თუმცა უცნობია კონკრეტული გამოსახულება. არსებობს სხვა ცნობაც, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო დროშაზე წმიდა გიორგის გამოსახულება იყო აღბეჭდილი. ამ ცნობას იძლევა შუა საუკუნეების პოლონელი მოგზაური კოტოვიჩი, რომელსაც უნახავს იერუსალიმში სალოცავად მოსული ქართველები, ქართული სახელმწიფო დროშით. გადმოცემით, „გორგასლიანი და დავითიანი" დროშა მე-19 საუკუნემდე არსებობდა და იგი ქუთაისის სამეფო ზარდახანაში ინახებოდა. მე-19 საუკუნის დასაწყისში კი ახალციხის ბრძოლის დროს იგი თურქებს გაუტაციათ.

XIII-XIV საუკუნეებში თეთრი ალმის გვერდით ჩნდება შავიც, მასზე თეთრი ტოლმკლავიანი ჯვრით. ფიქრობენ, რომ იგი დავით ნარინმა შემოიღო დასავლეთ საქართველოში დამკვიდრების შემდეგ. XV საუკუნეში საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის პერიოდიდან დროშათა ნარისახეობაც გამრავლდა. ქართლის სამეფო დროშა მოწითალო შინდისფერი გახდა. დასავლეთ საქართველოში კი დამკვიდრდა


რეზიუმე

აღწერა

Флаг Самегрело (1550 гг.)

თარიღი

24 მაისი 2008

წყარო self-made, based on [1]. See ISBN 978-5-85759-402-5.
Русский:
"образ мира на старинных портоланах; причерноморье XIII-XVII century; I.K.Fomenko
ავტორი

Sir Iain; Corrections by Gaeser

უფლება
(ფაილის მეორეული გამოყენება)

იხ. ქვემოთ


 რეზიუმე 

აღწერა

Flag of the Georgian king Vakhtang VI of Kartli

თარიღი

6 ივნისი 2006

წყარო

Collection of the National Museum of Georgia

ავტორი
უფლება
(ფაილის მეორეული გამოყენება)

PD (historical flag from the early 18th century)


დამოუკიდებელი საქართველო (1918-1921, 1990-2004) 

საქართველოს დამოუკიდებლობის მოკლე ხნის განმავლობაში 1918-21 წლებში მიღებული იყო სამფერი დორშა (მარჯვნივ). დიზაინი შერჩეულ იქნა ეროვნული დროშის დიზაინის კონკურსით, რომელშიც მხატვარი იაკობ ნიკოლაძის იდეამ გაიმარჯვა. დროშა 1921 წელს საბჭოთა კავშირმა გააუქმა საქართველოს ანექსიის შემდგომ და ის მხოლოდ 1990 წლის 14 ნოემბერს აღადგინეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით. ამ დროშამ მოგვიანებით პოპულარობა დაკარგა, ვინაიდან საბჭოთა კავშირისგან საქართველოს დამოუკიდებლობის ქაოტურ და სისხლიან პერიოდთან ასოცირდებოდა.


საბჭოთა საქართველო (1921-1990) 

საბჭოთა პერიოდში საქართველოში წითელი საბჭოთა დროშის რამდენიმე ვარიანტი იყო მიღებული, რომელზეც ან საქართველოს სსრ-ის სახელი იყო აღბეჭდილი, ან წითელი ნამგალი და ურო ვარსკვლავით ლურჯ მზესა და ლურჯ ზოლზე დროშის ზედა ნაწილში (მარჯვნივ). ეს დროშა საქართველოს მთავრობამ გააუქმა 1990 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებისას.




რეზიუმე 

აღწერა

Flag of Georgia from 1918 to 1921, with slightly different proportions than the 1990 flag.

თარიღი

19:46, 13 April 2008

წყარო

en:Image:Flag_of_Georgia_(1918-1921).svg

ავტორი

Orange Tuesday (talk)

უფლება
(ფაილის მეორეული გამოყენება)

იხ. ქვემოთ


რეზიუმე 

აღწერა
English: Flag of Georgian SSR 1940-1952
Español: República Sovietica de Georgia 1922 Imagen realizada por J. Ollé
Русский: Флаг Грузинской ССР (1940-1952)

Véase también: es:Wikipedia:Autorizaciones/Banderas de Jaume Ollé

es:Categoría:Banderas (imagen)

თარიღი

3 ოქტომბერი 2004 (original upload date)

წყარო

Originally from es.wikipedia; description page is/was here.

ავტორი Original uploader was Jolle at es.wikipedia
უფლება
(ფაილის მეორეული გამოყენება)

Released under the GNU Free Documentation License.



რეზიუმე 

აღწერა

Flag of Georgian SSR in 1937

თარიღი

1937

წყარო

პირადი ნამუშევარი

ავტორი

AlexandreIV

უფლება
(ფაილის მეორეული გამოყენება)

იხ. ქვემოთ




რეზიუმე 

აღწერა
English: File of Georgian Soviet Socialist Republic
ქართული: საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო დროშა
თარიღი
წყარო

პირადი ნამუშევარი

ავტორი

Dbenbenn, Nokka

უფლება
(ფაილის მეორეული გამოყენება)
იხ. ქვემოთ
სხვა ვერსიები

Derivative works of this file:




რეზიუმე 

აღწერა
English: Flag of Georgia from 1990 to 2004, with slightly different proportions than the 1918 to 1921 flag.
Русский: Флаг Грузии (1990-2004). Во флаге использованы, с небольшими изменениями, пропорции грузинского флага, существовавшего с 1918 по 1921 год
თარიღი

19:46, 13 April 2008

წყარო

http://laws.codexserver.com/23.DOC

ავტორი

Jon Harald Søby

უფლება
(ფაილის მეორეული გამოყენება)
იხ. ქვემოთ
სხვა ვერსიები


კატეგორია: დროშები ( ავტორი ana21 ) | დაამატა: ana21
ნანახია: 11907 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 4.2/4
სულ კომენტარები: 3
3 tata  
0
:)

2 ana21  
0

1 mwvalebeli  
1
kaia

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ ჩემი საიტი
სულ პასუხი: 71
მინი-ჩეთი
200
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0