ოთხშაბათი, 15.05.2024, 03:08
მოგესალმები სტუმარი | RSS

love story

ფაილების კატალოგი

მთავარი » ფაილები » დროშები ( ავტორი ana21 )

გერმანიის დროშა
22.09.2011, 15:36

ისტორიული რაკურსი 

გერმანიის დროშა' სამფეროვანია, რომელიც შესდგება სამი ჰორიზონტალური, ერთი ზომის ლენტისაგან, რომელთაც გერმანიის ეროვნული ფერები აქვს: შავი,წითელი და ოქროსფერი

სამფეროვან დროშაზე შავი ფერი პირველად მე19 საუკუნის  დასაწყისში გამოჩნდა და მნიშვნელობა 1848 წლის რევოლუციიდან შეიძინა. 1848-1850წწ. ფრანკფურტის პარლამენტმა სამფეროვანი დროშა წარმოადგინა, როგორც გაერთიანებული და დემოკრატიული გერმანული სახელმწიფოს სიმბოლო. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ვაიმარის რესპუბლიკის ფორმირებასთან ერთად, ზემოთ ხსენებული სამფეროვანი დროშა გერმანიის სახელმწიფო დროშად გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას კი, სამფეროვანი დროშა, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ გერმანიის სიმბოლოს წარმოადგენდა მანამ, სანამ 1959 წელს კომუნისტური სიმბოლო არ იქნა დამატებული აღმოსავლეთ გერმანიის დროშაზე. 1990 წლის 3 ოქტომბრის შემდეგ კი, როდესაც გერმანია გაერთიანდა სამფეროვანი (შავი, წითელი, ოქროსფერი) დროშა გერმანიის სახელმწიფო დროშად იქცა.

გერმანიის დროშა ყოველთვის არ შეიცავდა შავ, წითელ და ოქროსფერ ფერებს. 1866 წლის ავსტრალია-პრუსიის ომის შემდეგ,პრუსიის  მიერ მართული რდილოეთ გერმანიის კონფედერაცია სამფეროვან დროშას იყენებდა, რომლის ფერებსაც შავი, თეთრი და წითელი წარმოადგენდა. მოგვიანებით ეს დროშა გერმანიის იმპერიის დროშას წარმოადგენდა. 1871_იდან 1918 წლამდე. აგრეთვე, 1933 წლიდან შავი, თეთრი და წითელი ფერები ნაცისტური გერმანიის  სახელმწიფოებრივ ფერებს წარმოადგენდა .

ფერთა განლაგება - შავი-წითელი-ოქროსფერი და შავი-თეთრი-წითელი - მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ გერმანიის ისტორიაში და გააჩნდათ სხვადასხვაგრვარი მნიშვნელობები. თანამედროვე დროშის ფერები დაკავშირებული იყო დემოკრატიული რესპუბლიკის ფორმირებასთან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და წარმოადგენდა გერმანიის გაერთიანებისა და თავისუფლების სიმბოლოს: არა მხოლოდ გერმანიის თავისუფლების, არამედ გერმანელი ხალხის პირად თავისუფლებასაც.


დროშათა სახესხვაობები 


სამთავრობო დროშა

სამოქალაქო დროშა

სამოქალაქო დროშა 

გერმანიის სახელმწიფო დროშა ანუ Bundesflagge (ფედერალური დროშა), რომელიც მხოლოდ სამ ფერს - შავი, წითელი და ოქროსფერი - შეიცავს ,1949 წელს (დასავლეთ) გერმანიის კონსტიტუციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. დღეს-დღეისობით კი სამფეროვანი დროშა გერმანიის სამოქალაქო ბაირაღის მნიშვნელობასაც ატარებს. აგრეთვე, ამ დროშას არაფედერალური ხელისუფლებებიც იყენებენ, რათა გამოხატონ მათი კავშირი ფედერალურ ხელისუფლებასთან. მაგალითად, გერმანიის ქალაქები გერმანიის სახელმწიფო დროშას თავიანთ საკუთარ დროშებთან ერთად აქტიურად იყენებენ.

სამთავრობო დროშა 

გერმანიის სამთავრობო დროშა ოფიციალურად ცნობილია, როგორც Dienstflagge der Bundesbehörden (ფედერალური მთავრობების სახელმწიფო დროშა) ან უფრო მოკლედ - Bundesdienstflagge. ის 1950 წელს გამოჩნდა და დღეს-დღეისობით წარმოადგენს სამოქალაქო დროშის სახეცვლილ ფორმას, სდაც შავი და თეთრი ფერევის ერთ მეხუთედს ფარავს ემბლემა (ე.წ. Bundesschild), რომელსაც ფედერალური ფარის სახელწოდებითაც მოიხსენიებენ. ეს ე.წ. Bundesschild არის გერმანიის გერბის ერთ-ერთი ვარიანტი, სადაც განსხვავებები არწივის ილუსტრაციასა და ფარის მოყვანილობაში მდგომარეობს - ე.წ. Bundesschild არის მრგვალი, ხოლო გერბი კი არა. სამთავრობო დროშა არ შეიძლება გამოიყენებულ იქნას ფედერალური მთავრობების მიერ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ითვლება სახელმწიფო შეურაცხყოფად და ისჯება კანონით. აღსანიშნავია, რომ ნების დართვის შემთხვევაში სამთავრობო დროშა შეიძლება გამოყენებულ იქნას საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში.



სანაოსნო ფლოტის დროშა (Dienstflagge der Seestreitkräfte der Bundeswehr)

სამხედრო დროშები

იმის შემდეგ, რაც გერმანიის შეიარაღებული ძალები აღიარებულ იქნა, როგორც ფედერალური ხელისუფლება, გერმანიის სამთავრობო დროშა (Bundesdienstflagge) გამოიყენება, როგორც გერმანიის საომარი დროშა.1956 წელს კი გერმანისს სანაოსნო ფლოტის დროშა ( Dienstflagge der Seestreitkräfte der Bundeswehr) იქნა შექმნილი, რომელსაც მერცხლის კუდის მაგვარი დაბოლოება აქვს.

დიზაინი

გერმანიის ფედერაური რესპუბლიკის კანონში: გერმანიის კონსტიტუციაში - 22_ე პუნქტში აღნიშნულია: "ფედერალური დროშა უნდა იყოს შავ,წითელ და ოქროსფერ ფერებში". აგრეთვე, 1950 წელს (დასავლეთ) გერმანიის ხელისუფლების მიერ დადგენილ იქნა სპეციპიკური ნორმები, რომლის მიხედვიტაც დროშა უნდა წარმოდგენილიყო სამი იდენტური ზომის ჰორიზონტალური ლენტისაგან, სადაც თითოეულის ზომა 3:2 იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ ვაიმარის რესპუბლიკის დროს ზომები 2:3 იყო.

დროშის ზუსტი ფერები განსაზღვრული არ ყოფილა მაშინ, როდესაც დროშა ოფიციალურად იქნა მიღებული. ფედერალურმა კაბინეტმა საყოველთაო დიზაინის პროექტი 1999 წლის 2 ივნისს წარუდგინა გერმანიის მთავრობას, რომელიც დღეს-დღეისობით შემდეგ ფერებს მოიცავს:

Untitled223.jpg
ფერთა გამა შავი წითელი ოქროსფერი
RAL
9005
ფისივით შავი

3020
მუქი წითელი

1021
კადმიუმივით ყვითელი
HKS 0, 0, 0 5.0PB 3.0/12 6.0R 4.5/14
CMYK 0.0.0.100 0.100.100.0 0.12.100.5
Pantone შავი 485 7405*
HTML #000000 #FF0000 #FFCC00
HTML Decimals 0,0,0 255,0,0 255,204,0

*მოცემული სიტყვის მნიშვნელობა წარმოადგენს შედარებით გართულებული კომბინაციის ალტერნატივას: ყვითელი (765 g), წითელი 032 (26 g), შავი (11 g), Transp. თეთრი (198 g)

ოქროსფერი თუ ყვითელი? 


ვექსილოლოგია ძალიან იშვიათად განარჩევს ერთმანეთისაგან ოქროსფერ და ყვითელ ფერებს. ჰერალდიკაში კი ორივე მათგანი ოქროსფერი ელფერის მქონედ განიხილება. რაც შეეხება გერმანულ დროშას, აქ არსებული ფერი ოქროსფერია და არა ყვითელი.

როდესაც შავ-წითელ-ოქროსფერ ფეროვანი დროშა იქნა მიღებული გერმანიაში ვაიმარის რესპიბლიკის მიერ, როგორც სახელმწიფო დროშა ამ ყველაფერს ოპოზიციური ტალღა მოჰყვა კონსერვატორების, მონარქისტების და რადიკალური მემარჯვენეების მხრიდან, რომლებიც დროშის ფერებს გესლიანად მოიხსენიებდნენ, როგორც: შავი-წითელი-ყვითელი (Schwarz-Rot-Gelb), შავ-წითელი-მდოგვისფერი (Schwarz-Rot-Senf ) და ა.შ. როდესაც 1933 წელს ნაცისტები მოვიდნენ მთავრობაში, 1918 წლის იმპერიული გერმანიის ფერები - შავი-თეთრი-წითელი - იქნა მათ მიერ დაბრუნებული და დაიწყო შავი-წითელი-ოქროსფერი ფერების დისკრედიტირება. ისინი იმავე ეპითეტებისთ მოიხსენიებდნენ დროშის ფერებს, როგორც მონარქისტები.

1959 წლის 16 ნოემბერს, გერმანიის ფედერალურმა სასამართლომ (Bundesgerichtshof) მიიღო დადგენილება შავი-წითელი-ყვითელი ფერების დაბრუნებისა. როგორც ჰერალდისტმა არნოლდ რებოუმ აღნიშნა 1918 წელს "გერმანიის ფერები არის შავი-წითელი-ყვითელი, მაგრამ მათ მოიხსენიებენ, როგორც შავი-წითელი-ოქროსფერი".




გერმანიის დროშის ერთ-ერთი ვერსია ლითონური ოქროს ფერით. ეს ვერსია გამოიყენებოდა ხოლმე 1999 წლამდე, სანამ ფედერალურმა მთავრობამ დროშის საყოველთო დიზაინი არ წარმოადგინა.




ისტორია 

Flag Germany Emperors Banner.svg Banner of the Holy Roman Emperor (after 1400).svg
საღვთო რომის იმპერიის ბაირაღი
(მარცხნივ: მე-14საუკუნე, მარჯვნივ: მე-15-19 საუკუნეები)
საღვთო რომის იმპერიის საომარი დროშა (მე-13-14 საუკუნეები)

საღვთო რომის იმპერიას(10 საუკუნე-1806 წელი ცნობილი, როგორც გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია 1512 წლის შემდეგ) არ გააჩნდა სახელმწიფო დროშა, მაგრამ შავი და ოქროსფერი გამოიყენებოდა, როგორც საღვთო რომის იმპერატორის ფერები და იმპერიისბაირაღიც ამ ფერებს შეიცავდა: შავი არწივი ოქროსფერ ფონზე.მე13 საუკუნის  ბოლოსა და მე14 საუკუნის დასაწყისში არწივის კლანჭები და ნისკარტი წითლად შეიღება. მე15 საუკუნიდან კი ორთავიანი არწივი გამოიყენებოდა.

1804 წელს ნაპოლეონ ბონაპარტიმ პირველი ფრანგული იმპერიის არსებობა გამოაცხადა. ამის საპასუხოდ, საღვთო რომის იმპერატორმა ფრანცი II-მ ჰაბსბურგთა დინასტიიდან თავის სამფლობელოდ ავსტრიის იმპერია გამოაცხადა. გადმოიღეს რა საღვთო რომის იმპერიის  ბაირაღის ფერები, ავსტრიის დროშის ფერებიც შავი და ოქროსფერი გახდა. ამის შემდეგ, ზემოთ ხსენებული ფერები ავსტრიის დროშის ფერებს 1918 წლამდე წარმოადგენდნენ.

ამ პერიოდის განმავლობაში წითელი და თეთრიც მნიშვნელოვან ფერებს წარმოადგენდნენ. როდესაც საღვთო რომის იმპერიამ ჯვაროსნულ ლაშქრობებში ჩართვა დაიწყო საომარ დროშასთან ერთად შავ-ოქროსფერი იმპერიული ბაირაღიც გამოიყენებოდა. ეს დროშა, რომელიც "წმინდა გიორგის დროშა "სახელით იყო ცნობილი, წარმოადგენდა თეთრ ჯვარს წითელ ფონზე. წითელი და თეთრი აგრეთვე ჰანზას კავშირის (მე-13-17 საუკუნეები) ფერებს წარმოადგენდა. ჰანზას  სავაჭრო გემები ყოველთვის გამოირჩეოდნენ თავიანთი წათელ-თეთრი ალმებით და ყველაზე ჰანზას ქალაქებიც წითელ და თეთრ ფერებს იყენებდნენ, როგორც თავიანთი ქალაქების ფერებს. წითელი და თეთრი ფერები დღემდე წარმოადგენენ ყოფილი ჰანზას ქალაქების ფერებს, როგორებიცაა ჰამბურგი და ბრემენი





კატეგორია: დროშები ( ავტორი ana21 ) | დაამატა: ana21
ნანახია: 1620 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ ჩემი საიტი
სულ პასუხი: 71
მინი-ჩეთი
200
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0